saqarTvelos mdinareebi - olori
სათავე | ოხაჩქუის მასივი |
სიგრძე | 14.8კმ |
აუზის ფართობი | 72.7 კმ² |
მდინარე დასავლეთ საქართველოში, ენგურის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ოხაჩქუის კარსტული მასივის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 945 მ-ზე, სიგრძე 14,8 კმ, აუზის ფართობი 72,7 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წლის დანარჩენ დროს - წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,71 მ³/წმ.